ირაკლი კობახიძე – სააკაშვილზე: პატიმრების უფლებების დაცვაზე პასუხისმგებლები არიან შესაბამისი უწყებები და ეს ყველაფერი კეთდება უმაღლეს დონეზე
“სპეკულაციებზე კომენტარს არ გავაკეთებ. პატიმრების უფლებების დაცვაზე პასუხისმგებლები არიან შესაბამისი უწყებები და ეს ყველაფერი უმაღლეს დონეზე კეთდება”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში პატიმრების უფლებები დაცულია.
„სპეკულაციებზე კომენტარს არ გავაკეთებ, რაც შეეხება კონკრეტული პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ჯანმრთელობაზე ზრუნვა არის პენიტენციური დაწესებულებისა და სამკურნალო დაწესებულების ფუნქცია. ამასთან დაკავშირებით პოლიტიკური კომენტარები, ბუნებრივია, ვერ გაკეთდება. შესაბამის ზომებს და შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებენ შესაბამისი პასუხისმგებელი უწყებები და სამედიცინო დაწესებულებები. პატიმრების უფლებების დაცვაზე პასუხისმგებლები არიან შესაბამისი უწყებები და ეს ყველაფერი კეთდება უმაღლეს დონეზე. პატიმრის უფლებები დაცულია საქართველოში“, – განაცხადა კობახიძემ.