2023 წლიდან მართვის მოწმობის პრაქტიკულ გამოცდაზე მანქანის ტექნიკური გამართულობის შემოწმება სავალდებულო გახდება

მართვის მოწმობის გამოცდაზე, პრაქტიკული ნაწილის მეორე ეტაპზე, მგზავრობის დაწყებამდე სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობის შემოწმება სავალდებულო იქნება. შესაბამისი ცვლილება შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებითაა  გათვალისწინებული და ის 2023 წლის 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდება.

მოთხოვნა გულისხმობს გამომცდელის დავალების შესაბამისად სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე მძღოლობის კანდიდატის მიერ პასუხის გაცემას ვიზუალურად ჩვენებით, შესაბამისი ხელსაწყოს გამოყენებით ან სხვა მოქმედებით ან/და ზეპირად.

სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობის შემოწმებასთან დაკავშირებით გამომცდელის მიერ მძღოლობის კანდიდატისათვის შერჩევითად შეიძლება მიცემულ იქნეს შემდეგი დავალებები: https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/5562300?publication=0

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები