გია ცაგარეიშვილი: ცხრამუხის დედათა მონასტერში მომხდარი ამაზრზენი, საშინელი, დაუნდობელი ფაქტის შეფასებისას საზოგადოება უნდა იყოს ერთიანი 

“საზოგადოება, ისევე, როგორც პოლიტიკური სპექტრიც, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პარტიის წარმომადგენელი იქნები, უნდა იყოს ერთიანი ცხრამუხის დედათა მონასტერში მომხდარი ამაზრზენი, საშინელი, დაუნდობელი ფაქტის შეფასებისას”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

“ყოველთვის და ყველაფერში ადამიანები დამნაშავეს ეძებენ ხელისუფლებაში, თვითონ კი მოუწოდებენ საზოგადოებას, რომ გადაიწვას, გადაიბუგოს საპატრიარქო, განადგურდეს ქართული ეკლესია და გამალებით, გაშმაგებით ებრძვიან მთელი ამ უკანასკნელი წლების განმავლობაში საპატრიარქოს, მეუფეებს და პატრიარქს“, – აღნიშნა გია ცაგარეიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები