ირაკლი ღარიბაშვილი: კერძო სექტორში დასაქმებულთათვის დეკრეტული შვებულების პერიოდში დახმარებას გავაორმაგებთ და პირველი იანვრიდან 1000 ლარის ნაცვლად 2000 ლარი გახდება, სკოლის მასწავლებლები კი დეკრეტული შვებულების დროს სრულ ხელფასს მიიღებენ

კერძო სექტორში დასაქმებულთათვის დეკრეტული შვებულების პერიოდში დახმარებას გავაორმაგებთ და პირველი იანვრიდან 1000 ლარის ნაცვლად 2000 ლარი გახდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერმინისტრის თქმით, მანამდე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, 2023 წლიდან სკოლის მასწავლებლები დეკრეტული შვებულების დროს სრულ ხელფასს მიიღებენ.

„ე.წ. დეკრეტული შვებულებების საკითხი იყო საკმაოდ პრობლემატური, ამის თაობაზე მე პარლამენტშიც მთხოვეს საკითხის გადაწყვეტა, მქონდა ამის თაობაზე მსჯელობა და გადავწყვიტეთ, რომ კერძო სექტორში დასაქმებულებისთვისაც გავაორმაგოთ დახმარება დეკრეტული შვებულების პერიოდში და პირველი იანვრიდან 1000 ლარის ნაცვლად გახდება 2000 ლარი. ჩვენ მანამდე, გახსოვთ, რომ სკოლის მასწავლებლების შემთხვევაში გავითვალისწინეთ ზრდა და მომდევნო წლიდან, სკოლის მასწავლებლები დეკრეტული შვებულების დროს სრულ ხელფასს მიიღებენ. ახლა უკვე კერძო სექტორში დასაქმებულებისთვისაც გადავწყვიტეთ და ეს დახმარება 1000 ლარის ნაცვლად იქნება 2000 ლარი”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები