იტალიაში მეწყრის შედეგად, სულ მცირე, 7 ადამიანია დაღუპული – მათ შორის, 21 დღის და 5 წლის ბავშვები

იტალიაში, კუნძულ ისკიაზე მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა.

ამის შესახებ ANSA წერს.

დაღუპულთა შორის არიან 21 დღის ჩვილი და 5 წლის გოგონა.

ამ დროისთვის, დაკარგულად 8 ადამიანი მიიჩნევა.

სახლების დატოვება, სულ მცირე, 230 ადამიანს მოუწია.

კუნძულზე მეწყერი გადაუღებელი წვიმის შედეგად 26 ნოემბერს ჩამოწვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები