მარჯანიშვილის თეატრი ბაქოს თეატრალურ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას
მარჯანიშვილის თეატრი მიწვეულია ბაქოში თეატრალურ ფესტივალზე – „4.4 Short Performances Festival”, სპექტაკლით „კრეიცერის სონატა“.
სპექტაკლის რეჟისორები არიან: ლევან წულაძე და თემო კუპრავა.
მარჯანიშვილის თეატრის ინფორმაციით, სპექტაკლები გაიმართება 28 და 29 ნოემბერს, აზერბაიჯანის სახელმწიფო აკადემიურ მუსიკალურ თეატრში.
ფესტივალი ორგანიზებულია აზერბაიჯანის კულტურის სამინისტროსა და Teatro.az Art portal – ის თანამშრომლობით.