„დეზინფორმაციასა და მასთან ბრძოლის მეთოდებზე” მედიასკოლაში ჟურნალისტებისთვის სემინარი ჩატარდა

„დეზინფორმაცია და მასთან ბრძოლის ხერხები” – ამ თემაზე კომუნიკაციების კომისიის მედიასკოლამ მედიის წარმომადგენლებისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ორდღიანი სემინარი ჩაატარა, – ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჟურნალისტებთან ფსიქოლოგმა რუსუდან გორგილაძემ იმუშავა. სასწავლო სემინარის ფარგლებში, მონაწილეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია, ტყუილის ფენომენისა და მისი ფორმების, ასევე ინფორმაციის და დეზინფორმაციის გავრცელების ისტორიის შესახებ.

რუსუდან გორგილაძემ ჟურნალისტებთან მოვლენის ფსიქოლოგიურ საფუძვლებზე ისაუბრა და მათი განსხვავებული ფორმები კონკრეტული მაგალითებით განიხილა. სემინარის ფარგლებში, მონაწილეებმა ასევე თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სოციალური ქსელების საშუალებით პროპაგანდისათვის დეზინფორმაციის გამოყენების მაგალითები და მათთან გამკლავების ხერხები გაარჩიეს. რუსუდან გორგილაძე განათლებით ფსიქოლოგია. ის იყო ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა ასოციაციის ევროპის რეგიონული დირექტორი და ჰილდესჰაიმის უნივერსიტეტის დოქტორანტი. რუსუდან გორგილაძე ასევე მუშაობდა ჰარვარდის უნივერსიტეტის ვედერჰედის საერთაშორისო ურთიერთობათა ცენტრში მეცნიერ თანამშრომლად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები