რატი იონათამიშვილი – ომბუდსმენის შერჩევის პროცესზე: უნდა შევთანხმდეთ ღირებულებებზე და პრინციპებზე

“პირველ რიგში ჩვენ უნდა შევთანხმდეთ ღირებულებებზე და პრინციპებზე. არის სამი ძირითადი კრიტერიუმი, რომელზეც ვფიქრობთ, რომ არ იქნება მიზანშეწონილი კომპრომისი. ეს არის: კეთილსინდისიერება, მიუკერძოებლობა და კვალიფიკაცია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა სახალხო დამცველობის კანდიდატების შერჩევის პროცესზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი ფიქრობს, რომ საბოლოო ჯამში ომბუდსმენის პოსტზე ღირსეული კანდიდატი იქნება შერჩეული.

„ცხადია, სხვა ყველაფერზე სავსებით რეალურია, რომ შეთანხმება მოხდეს და ეს არის პასუხისმგებლობიანი მიდგომა და დამოკიდებულება ამ პროცესისადმი. ამიტომ, ჩვენ პოზიტიურად ვართ განწყობილი და ვფიქრობთ, რომ საბოლოო ჯამში არის რეალური, რომ ამ კრიტერიუმების და პრინციპების გათვალისწინებით ღირსეულ კანდიდატზე შევაჩეროთ არჩევანი“, – აცხადებს იონათამიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები