17 წლის შემოქმედი მუკუზნიდან, რომელიც ისტორიულ სცენებს და პერსონაჟებს ხატავს

ხატ ბავვობიდან, ახლა 17 წლისაა, სწავლობ მუკუზნის საჯარო სკოლაი. დაამთავრ გურჯაანის სამხატვრო სკოლა, ამ ბოლო დროს ინტენსიურად ხატავს, უმეტესად – ისტორიულ სცენებს და ნაწარმოებების პერსონაჟებს. – საბა ჩიტაშვილის პერსონა.

  როგორ დაიწყე ხატვა? პირველი ნახატები...
–  პატარა ვიყავი, როცა ხატვა დავიწყე. ვხატავდი მანქანებს, ცხოველებს, ადამიანებს, ზოგჯერ ჩემი წარმოსახვითი სამყაროდან გადმომქონდა ფურცელზე რაღაცები.
გურჯაანის სამხატვრო სკოლა დაამთავრე. თუმცა პარადოქსია, რომ მაშინ დროებით აღარ ხატავდი…
– არ ვიცი,  ალბათ ასეთი პერიოდი მქონდა. ამ დაკარგულ დროს ძალიან ვნანობ, რადგან ვფიქრობ, ამ დროის განმავლობაში ბევრ რამეს ვისწავლიდი და დავხვეწდი.
17 წლის ხარ. მუკუზნის საჯარო სკოლაში სწავლობ…   როგორ უთავსებ სწავლას და ხატვას ერთმანეთს?
– ვცდილობ,  აბიტურიენტობას შევუთავსო  ჩემი ხელსაქმე და როცა თავისუფალი ვარ, მთელი დარჩენილი დრო ხატვას დავუთმო.  ვხატავ პასტით, ფანქრით, ტუშით, ასევე – ზეთის საღებავებით.   შთაგონება თუ გჭირდება  ხატვის დროს?
– ამ ბოლო დროს ვცდილობ, ისტორიული სცენები დავხატო, ნაწარმოებების პერსონაჟები  და სცენები, რომლებიც ჩემში ძალიან დიდ ემოციას იწვევს.
 მხატვრებიდან ვინ გიყვარს?
– მხატვრებიდან გამოვარჩევდი ფიროსმანს. ალბათ იმიტომ, რომ ქართველია, მომწონს, რომ მისი ნახატების თემატიკა ქართულია…
 მწერლები, მსახიობები, მომღერლები, წიგნის პერსონაჟები…  თითქმის მთელი გალერეა გაქვს შექმნილი. რომელი მწერალი გიყვარს თავად?
–  ჩემთვის გამორჩეული მწერლები არიან – ილია ჭავჭავაძე, ვაჟა-ფშაველა და შოთა რუსთაველი.
როგორ დაიხატა „ანწუხელიძე“, ასევე, ძალიან სახასიათოა  „არწივები“…
– ანწუხელიძე ჩემთვის უდიდესი ადამიანია და  ჩემებურად აღვწერე ის სიტუაცია, რაც,  ჩემი აზრით,  იმ დროს, ხდებოდა.

„არწივები“

ჰამლეტ გონაშვილის სურათი…
– ჩემთვის ჰამლეტ გონაშვილი ყველასგან განსხვავებული  მომღერალი იყო.
ჰობი…
–  სხვა განსხვავებული ჰობი არ მაქვს, მაგრამ ადრე ვცდილობდი, რომ ეზო გამელამაზებინა.
სკოლაში  იფინება შენი ნამუშევრები…
– მხოლოდ ერთხელ იყო გამოფენილი ჩემი ნახატები, ძალიანაც არ მინდოდა, მაგრამ დირექტორს მაინც დავთანხმდი, რომ გამოეფინა. გამოფენისას ძალიან დათრგუნული ვიყავი, მოეწონებოდა თუ არა ხალხს ჩემი ნახატები და ვინ რას ფიქრობდა მათზე.
–   ხატვას გააგრძელებ ალბათ…
–  რა თქმა უნდა, ხატვას გავაგრძელებ. ვაპირებ, არქიტექტურულზე ვისწავლო და ასევე ჩემით ვისწავლო ანიმაციების შექმნა.

თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები