თელეთი-თბილისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შედეგად, 23 წლის გოგო ადგილზე დაიღუპა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი გზაზე გადადიოდა, რა დროსაც მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი დაეჯახა.
ადგილზე ამ წუთებში პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებია მობილიზებული.
დამატებით დეტალებს “კვირა” შს სამინისტროში არკვევს.