შალვა თადუმაძე: სასამართლოში გავლენიანი ჯგუფი არ არსებობს
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის, შალვა თადუმაძის განცხადებით, სასამართლო ხელისუფლებაში გავლენიანი ჯგუფი არ არსებობს.
“გავლენიანი ჯგუფი სასამართლოში არ არსებობს. არ ვიცი, რას ამბობენ, რა ბრალდებებს აყენებენ ყოფილი მოსამართლეები. არ ვარ ამაზე ინფორმირებული. მე თუ მეკითხებით, გადაწყვეტილების მიღებისას არასდროს ზეწოლის ქვეშ არ მოვქცეულვარ”, – განაცხადა შალვა თადუმაძემ.