„საბჭოთა საქართველო – იმპერიული პარადიგმა და ეროვნული პროექტი“ – გიორგი მაისურაძის ლექცია გაიმართება

30 ნოემბერს, 17 საათზე, „კავკასიური სახლის“ სახალხო უნივერსიტეტს ეწვევა ფილოსოფოსი, პროფესორი გიორგი მაისურაძე, რომელიც წაიკითხავს ლექციას – „საბჭოთა საქართველო – იმპერიული პარადიგმა და ეროვნული პროექტი“.
„კავკასიური სახლის“ ინფორმაციით, გიორგი მაისურაძე სწავლობდა თბილისში (თსუ), ზაარბრუკენსა (ზაარლანდის უნივერსიტეტი) და ბერლინში (ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტი; ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი) – ისტორიას, არქეოლოგიას, ფილოსოფიას და კულტურის მეცნიერებას.
2009 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში. 2008-2013 წლებში მუშაობდა ბერლინის ლიტერატურისა და კულტურის კვლევის ცენტრში მეცნიერ თანამშრომლად. 2014 წლიდან არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის ხელმძღვანელი. მისი კვლევითი ინტერესებია: პოლიტიკური თეოლოგია (როგორც ისტორიული, ასევე თეორიული თვალსაზრისით), ნაციონალიზმი და იმპერიულობა, საბჭოთა და პოსტსაბჭოთა კულტურა, ენა და იდეოლოგია.

მისამართი: გალაკტიონის ქუჩა №20.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები