ირაკლი მეძმარიაშვილი ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებს შეხვდა

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი მეძმარიაშვილი რონდელის ფონდის და ეუთოს ერთობლივი პროექტის “მონაწილეობითი პოლიტიკა და ეროვნული უმცირესობები” ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე ირაკლი მეძმარიაშვილმა ახალგაზრდებს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მუშაობის სპეციფიკა და ძირითადი მიმართულებები გააცნო. კომიტეტის თავმჯდომარემ ყველა იმ ინიციატივის მხარდაჭერაზე, რომელიც ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდების საკითხებს და ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათ ჩართულობას შეეხებოდა, მხარდაჭერის მზაობა გამოთქვა. შეხვედრაზე ახალგაზრდებმა იმ გამოწვევებზე ისაუბრეს, რაც სოფლად თუ ქალაქში მცხოვრებ ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებისთვის საზოგადოებასთან ინტეგრაციის პროცესში დგას.
ირაკლი მეძმარიაშვილის თქმით, კომიტეტის ფორმატში, სხვადასხვა საინტერესო ინიციატივებით, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებთან ინტენსიურად გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები