ოკუპირებულ გალის რაიონში სახლი დაიწვა
ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში ხის საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შესახებ შეტყობინება 21 ნოემბერს, 15:10 საათზე შევიდა.
ადგილზე მეხანძრე-მაშველების მისვლის მომენტისთვის, ხანძარი უკვე მთელ შენობაზე იყო გავრცელებული და მთლიანად განადგურდა.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.