ვაზისუბანში გაჩენილი ხანძრიდან მაშველებმა 3 ადამიანი გამოიყვანეს
ვაზისუბანში, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში გაჩენილი ხანძრიდან მაშველებმა 3 ადამიანი გამოიყვანეს.
ამის შესახებ “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
უწყების ინფორმაციით, ხანძარი, ამ დროისთვის, ლოკალიზებულია.