ერთიანი ეროვნული გამოცდები ინგლისური ენის გამოცდით გრძელდება

ერთიანი ეროვნული გამოცდები ინგლისური ენის გამოცდით გრძელდება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, პირველ სესიაზე განაწილებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე გამოცხადდა 95%-ზე მეტი გამოსაცდელი.

“ამ დროის მონაცემებით, დაიგვიანა ოთხმა აბიტურიენტმა.

მეორე სესიისათვის რეგისტრაცია ყველა საგამოცდო ცენტრში 14:00 საათზე დაიწყება და ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გისურვებთ წარმატებას!”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები