ლევან იოსელიანი: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპაში არ დარჩეს სახელმწიფო, რომელიც არ დაუჭერს მხარს ჩვენს ევროინტეგრაციას და კანდიდატის სტატუსის მინიჭებას

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახლა, როდესაც მოახლოვდა საქართველოს საკითხის განხილვა, ევროპაში არ დარჩეს სახელმწიფო, რომელიც არ დაუჭერს მხარს ჩვენს ევროინტეგრაციას და კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომელიც საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში ესპანეთში ვიზიტით იმყოფება.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახლა, როდესაც მოახლოვდა საქართველოს საკითხის განხილვა, ევროპაში არ დარჩეს სახელმწიფო, რომელიც არ დაუჭერს მხარს ჩვენს ევროინტეგრაციას და კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ამ თვალსაზრისით ესპანეთი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტორი ევროპაში. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ გზავნილში მმართველი პარტია და ოპოზიცია იყოს ერთიანი“, – თქვა იოსელიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები