დავით მათიკაშვილი – „ნაცმოძრაობაზე“: ჭაობში მყოფი პარტიაა, რომელიც ოლიგარქ კეზერაშვილის ფულზე დგას

ჭაობში მყოფი პარტიაა, რომელიც ოლიგარქ კეზერაშვილის ფულზე დგას, –  ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, 2024 წლისთვის უფრო კარგად გამოჩნდება, თუ რას წარმოადგენს აღნიშნული პარტია.

„ჭაობში მყოფი პარტიაა, რომელიც ოლიგარქ კეზერაშვილის ფულზე დგას და მთელი ეს შიდაპარტიული დაპირისპირებები და ცემა-ტყეპები არის იქითკენ მიმართული, რომ რომელი შეძლებს და ამ თანხებს – ჯარის გაქურდვით მიღებულ ფულად სახსრებს და ძალიან მაღალი ალბათობით, გერმანელი პენსიონერების გაქურდვითაც მიღებულ სახსრებს

ხომ ღირსია „ნაცმოძრაობა“, რომ ხაბეიშვილი აირჩიონ თავმჯდომარედ?! ეს პარტია ამბობს, რომ ჩვენ ვართ ნომერ პირველი ოპოზიციური პარტია საქართველოშიო და უნდა დავწყვიტო „ნაცმოძრაობას“ გული და ვთქვა, რომ ასე ნამდვილად აღარ იქნება ამ ყველაფრიდან გამომდინარე. უკვე ალბათ, აღარ არის. 2024 წლისთვის კიდევ კარგად გამოჩნდება ამ პარტიისგან საერთოდ რამე თუ დარჩება, როგორც პოლიტიკური ძალისგან. კარგად გამოჩნდება რას წარმოადგენს ეს პარტია,“ – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები