სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სამოქმედო გეგმაში ცვლილებები შევიდა
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის 2022 წლის სამოქმედო გეგმის კორექტირებაზე იმსჯელეს.
კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი მეძმარიაშვილის განცხადებით, არის რიგი აქტივობები, რომელთა წლის ბოლომდე შესრულება ვერ ესწრება და მათ ნაცვლად სამოქმედო გეგმაში სხვა ღონისძიებები და აქტივობები გაიწერება.
სხდომაზე კომიტეტის მიერ ინიციატივის წესით მომზადებული „სპორტის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” კანონპროექტის გამოწვევის შესახებ ისაუბრეს. ირაკლი მეძმარიაშვილის განმარტებით, კომიტეტის მიერ ინიცირებული კანონპროექტი დამატებით კონსულტაციებს და იურიდიული ექსპერტიზის გავლას საჭიროებს, რის გამოც, მისი დროებით გამოწვევის საჭიროება დადგა. კომიტეტის წევრებმა სხდომაზე განხილულ საკითხებს ერთობლივად დაუჭირეს მხარი.