ბექა დავითულიანი: არ მგონია, რომ ორგანიზაცია „ემპათია“ სახელმწიფოზე უფრო ემპათიური იყოს

მე არ მგონია, რომ ორგანიზაცია „ემპათია“ სახელმწიფოზე უფრო ემპათიური იყოს. პატიმრის გადაყვანა-არგადაყვანის საკითხი წყდება პენიტენციური სისტემის დონეზე, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბექა დავითულიანი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ცენტრ „ემპათიას“ დასკვნას.

„ვფიქრობ,  თუ შესაბამისი ინსტიტუციები ჩათვლიან საჭიროდ, რომ დამატებითი მკურნალობა ან რაიმე ღონისძიება უნდა განხორციელდეს, რომ პატიმრის ჯანმრთელობა დაცული იყოს, ამას განახორციელებენ. პატიმრის გადაყვანა-არგადაყვანის საკითხი წყდება პენიტენციური სისტემის დონეზე,“ – განაცხადა დავითულიანმა.

ცნობისთვის, ცენტრ “ემპათიას” დასკვნის მიხედვით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დიაგნოზი მძიმეა და ესადაგება პატიმრობიდან გათავისუფლების კრიტერიუმებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები