ელისო ბოლქვაძე ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჰადას ესტერ მეიცადს შეხვდა

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, ელისო ბოლქვაძე ისრაელის ახალდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჰადას ესტერ მეიცადს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე იმსჯელეს.

„გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ვისაუბრეთ კულტურის დიპლომატიის ფარგლებში თანამშრომლობასა და პარლამენტთაშორისი ურთიერთობების გაღრმავებაზე. ასევე, განვიხილეთ კულტურის მიმართულებით ერთობლივ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობა და პერსპექტივები“, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები