ირაკლი კობახიძე: ვარჰეი პოზიტიური გზავნილებით გამოვიდა და მთელი ოპოზიცია თავს დაესხა, პირდაპირ წამოსცდათ, რომ უპირისპირდებიან ყველანაირ ძვრას კანდიდატის სტატუსის მიღების მიმართულებით
“ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი გამოვიდა პოზიტიური გზავნილებით და მთელი ოპოზიცია თავს დაესხა”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციის პოლიტიკური ინტერესია კანდიდატის სტატუსის არმინიჭება და აქედან სარგებლის ნახვა, რაც ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება.
„ვერც მოითმინეს, მათ პირდაპირ წამოსცდათ, რომ უპირისპირდებიან ყველანაირ ძვრას კანდიდატის სტატუსის მიღების მიმართულებით. მათ აქვთ ერთადერთი პოლიტიკური ინტერესი, რომ სარგებელი ნახონ კანდიდატის სტატუსის არმინიჭებიდან, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს. სწორედ ამიტომ არ უჭერენ მხარს 12 რეკომენდაციის ფარგლებში გათვალისწინებულ რეფორმებს, შესაბამის საკანონმდებლო ინიციატივებს“, – აცხადებს კობახიძე.