ირაკლი კობახიძე: სცადეს, დაელაგებინათ, თითქოს – საქართველო უზრუნველყოფდა რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლას; სინამდვილეში, ამ ყველაფერს კეზერაშვილი აკეთებდა

“სცადეს – დაელაგებინათ, თითქოს, საქართველო უზრუნველყოფდა რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლას, სინამდვილეში, ამ ყველაფერს აკეთებდა კეზერაშვილი. ნათელია, რას ემსახურებიან კეზერაშვილი, ხოშტარია და მათი პარტნიორები”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, უმარტივესი სქემა გაიშიფრა და ყველა კარგად ხედავს, რას ემსახურებიან საქართველოში კეზერაშვილი, ხოშტარია და მათი პარტნიორები.

„სქემა არის ძალიან საინტერესო. შემოდის გარკვეული გემი, თუ არ ვცდები, ბათუმის პორტში იყო ეს. ეს გემი დაკავშირებულია კეზერაშვილთან, ხოლო შემდეგ კეზერაშვილის მიერ დაფინანსებული ხოშტარია ამ გემის თაობაზე ატარებს ბრიფინგს, თითქოს ასე ხდება საქართველოში სანქცირებული ტვირთის შემოტანა. მარტივად არის შეფუთული ის მიზანი, რომელიც იდგა ამ ყველაფრის უკან – სცადეს რაღაცნაირად დაელაგებინათ, თითქოს საქართველო უზრუნველყოფდა რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლას, სინამდვილეში ამ ყველაფერს აკეთებდა მარტივი სქემით კეზერაშვილი. ეს უმარტივესი სქემა გაიშიფრა და ყველა ძალიან კარგად ხედავს, რას ემსახურებიან საქართველოში კეზერაშვილი, ხოშტარია და მათი პარტნიორები“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები