სალომე სამადაშვილი: ვფიქრობ, ოლივერ ვარჰეის შეფასებები უცნაური იყო

“მგონი, საქართველოს ყველა მოქალაქე, ვინც გუშინ მოისმინა, რომ ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკა ყვავის, დაგვეთანხმება, რომ ეს შეფასება აცდენილი იყო რეალობას. ასევე, ჩემთვის ძალიან უცნაური იყო განაცხადი, რომ ოლივერ ვარჰეის არ სმენია პოლიტიზებული მართლმსაჯულების პრობლემებზე”,- ამის შესახებ “ლელოს” წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკომისრის შეფასებები უცნაური იყო.

“ოლივერ ვარჰეი ორბანის პარტიის წარმომადგენელია და ევროკომისრის პოსტზე დასახელებული იყო სწორედ ორბანის ხელისუფლების მხრიდან. ორბანის პარტიაში მაღალ თანამდებობებს იკავებდა. შესაბამისად, ფაქტების აღწერაა, რომ ევროპაში ის წარმოადგენს პოლიტიკურ ძალას, რომელიც გარიყულია და გარიცხულია „ევროპის სახალხო პარტიიდან.

ამ პოლიტიკური ძალის პოზიცია არ არის საკმარისი, რომ ჩვენმა ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ეს პოზიცია მქონდა გუშინ, მაქვს დღეს და მექნება ყოველთვის. არავინ უნდა მოატყუოს „ქართულმა ოცნებამ“, რომ ევროპარლამენტის ანგარიშებში აღწერილი უმძიმესი გამოწვევების გადაჭრის გარეშე საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს.

მგონი, საქართველოს ყველა მოქალაქე, ვინც გუშინ მოისმინა, რომ ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკა ყვავის, დაგვეთანხმება, რომ ეს შეფასება იყო აცდენილი რეალობას. ასევე, ჩემთვის ძალიან უცნაური იყო განაცხადი, რომ ვარჰეის არ სმენია პოლიტიზებული მართლმსაჯულების პრობლემებზე მაშინ, როცა ევროპარლამენტს საზედამხედველო ფუნქცია აქვს მის ოფისზე და ევროკომისარი ემორჩილება. ძალიან უცნაური იყო მისი განაცხადა, რომ არ იცნობს პრობლემებს, რაც აღწერილია ევროპარლამენტის ანგარიშებსა და რეზოლუციებში. ვფიქრობ, მისი შეფასებები იყო უცნაური“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები