არჩილ თალაკვაძე – ლევან ხაბეიშვილზე: გამოჩნდა, რომ ძალიანაც უნდოდა, გამხდარიყო პარტიის თავმჯდომარე 

„ის ამბობდა საჯაროდ, რომ არ უნდა, თუმცა, გამოჩნდა, რომ ძალიანაც უნდოდა, გამხდარიყო პარტიის თავმჯდომარე და დადასტურდა ასევე, რომ ეს იყო სწორედ ამ ჯგუფის მიერ წამოწყებული სპეცოპერაცია პარტიის შიგნით მელიას წინააღმდეგ”, – ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, არჩილ თალაკვაძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ის პარტიის თავმჯდომარეობის პოსტზე საკუთარ კანდიდატურას აყენებს.

თალაკვაძის თქმით, “ნაციონალურ მოძრაობას” ფუნდამენტური პრობლემები აქვს.

“ასევე, პირდაპირ დადასტურდა ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ირჩევს უფრო მეტ აგრესიას. ანუ, გადაირჩევს აგრესიას და აირჩევს უფრო მეტ აგრესიას. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ, ვინც უფრო აგრესიულია, ვინც უფრო ხმამაღალ ყვირილს შეძლებს და ვინც უფრო მეტ უსამართლო ბრალდებებს გააკეთებს ხელისუფლების მისამართით, მას დარჩებოდა ადგილი, რომელსაც მელია გამოათავისუფლებს. ასეთი, როგორც ხედავთ, სავარაუდოდ აღმოჩნდება ლევან ხაბეიშვილი. „ნაციონალურ მოძრაობას“, რა თქმა უნდა, ვერ გადაარჩენს ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები. მას აქვს ფუნდამენტური პრობლემები: 1. არ ჰყავს მომავლის ლიდერები გუნდში; 2. არ აქვს მომავლის დღის წესრიგი; 3. ის მუშაობს საქართველოს ევროპული პერსპექტივის წინააღმდეგ და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ და ეს არაერთხელ დაადასტურეს თავიანთი საქმით“, –  აცხადებს თალაკვაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები