გურამ მაჭარაშვილი: კეზერაშვილის სურვილიც არის, რომ აქ არეულობა მოხდეს
“ის, რომ კეზერაშვილს არასასურველი ძალები ამერიკიდან და ევროპიდან მართავენ, ამ შეხვედრითაც დადასტურდა”, – ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ ლიდერი, გურამ მაჭარაშვილი “კვირას” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც დავით კეზერაშვილი კურტ ვოლკერს შეხვდა.
მაჭარაშვილის თქმით, დავით კეზერაშვილის სურვილი არეულობაა.
„იმდენად არიან აშლილები, უკვე ვეღარც და აღარც მალავენ იმას, თუ საიდან იმართებიან და ვის დაკვეთას ასრულებენ საქართველოში. რა თქმა უნდა, ეს კეზერაშვილის სურვილიც არის, რომ აქ არეულობა მოხდეს და თვითონ ხელი მოითბოს, მაგრამ ის, რომ არასასურველი ძალები ამერიკიდან და ევროპიდან მართავენ ამ ადამიანს, ამ შეხვედრითაც დადასტურდა“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.