ლევან ქარუმიძე: ოლივერ ვარჰეისგან საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერი ძლიერი გზავნილები მოვისმინეთ პრესკონფერენციაზე

დიდი მადლობა, კომისარო! ოლივერ ვარჰეისგან საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერი ძლიერი გზავნილები მოვისმინეთ პრესკონფერენციაზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან ქარუმიძე Twitter-ზე წერს.

„სამართლიანი და დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომა დღეს უმნიშვნელოვანესია საქართველოს ევროპული მისწრაფებებისთვის. განსაკუთრებით რიგი ევროპელი პოლიტიკოსების მიერ ბოლო დროს გაჟღერებული სამწუხარო გზავნილების შემდეგ“, – წერს ქარუმიძე.

ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ევროკომისარი უკვე შეხვდა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს,  საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები