მიხეილ სარჯველაძე: არავითარი საფუძველი არ აქვს ოპოზიციას იმის საყიჟინოდ, თითქოსდა, ოლიგარქია უკრაინაში ან უკრაინულად სხვა რამეს ნიშნავს და საქართველოში და ქართულად – სხვა რამეს

არავითარი საფუძველი არ აქვს ოპოზიციას იმის საყიჟინოდ, თითქოსდა, ოლიგარქია უკრაინაში ან უკრაინულად სხვა რამეს ნიშნავს და საქართველოში და ქართულად – სხვა რამეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძე აცხადებს. 

სარჯველაძის თქმით,  ოპოზიციამ უბრალოდ ვერაფერი მოიფიქრა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, რომელსაც სრულიად კეთილსინდისიერად, მათ შორის, ვეებერთელა ქველმოქმედებით აქვს მოპოვებული უზარმაზარი რეპუტაცია და არა – ოლიგარქობით.

„სწორედ ოპოზიციის  „მეცადინეობით“ მოხვდა ე.წ. 12 წინაპირობის ფარგლებში დეოლიგარქიზაციის შესახებ პუნქტიც და საქართველომ ახლა უნდა გადადგას ნაბიჯები, რათა დაარწმუნოს ევროკომისია ამავე მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების სერიოზულობაში. მივაქციოთ უნდა ყურადღება იმ ასპექტს, რომ დეოლიგარქიზაციის თაობაზე უკრაინასაც აქვს რეკომენდაცია და მოლდოვასაც. ერთი სხვაობით. იმ სახელმწიფოს, რომელსაც მიღებული ჰქონდა ე.წ. დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი, მათთან მიმართებაში ევროკომისიამ გასცა რჩევა, რომ ემუშავათ ამ კანონის იმპლემენტაციაზე. აქვე ვიტყვი, რომ არავითარი საფუძველი არ აქვს ოპოზიციას იმის საყიჟინოდ, თითქოსდა ოლიგარქია უკრაინაში ან უკრაინულად სხვა რამეს ნიშნავს და საქართველოში და ქართულად – სხვა რამეს. აქვე შევახსენებ მათ, ვისაც შეიძლება ეს არ ახსოვდეს მაგალითად ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენის შეფასებას უკრაინის კანონთან დაკავშირებით, რომელიც მან გამოთქვა მიმდინარე წლის 17 ივნისს, „ასოცირებული ტრიოს“ სამივე სახელმწიფოსთან მიმართებაში ევროპულ პერსპექტივებზე საუბრისას. აი, რას ამბობს ევროკომისიის პრეზიდენტი: „რაც შეეხება ოლიგარქებს, უკრაინამ ძალიან გაბედული კანონი მიიღო ამ მიმართულებით. ეს არის ერთადერთი ქვეყანა აღმოსავლეთ სამეზობლოში, რომელმაც ეს გააკეთა“, – განაცხადა სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები