შალვა პაპუაშვილი: ოლივერ ვარჰეისთან საუბარი გვექნება იმაზე, თუ რას აკეთებს პარლამენტი იმისთვის, რომ რეკომენდაციები შესრულდეს

„ევროკომისრის ვიზიტი მნიშვნელოვანია და პარლამენტში გვექნება ოპოზიციასთან ერთად შეხვედრა. გვექნება საუბარი იმაზე, თუ რას აკეთებს პარლამენტი იმისთვის, რომ რეკომენდაციები შესრულდეს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

“ჩვენ, რა თქმა უნდა, მისგან გვაინტერესებს, როგორია მისი ხედვა იმ გრაფიკთან დაკავშირებით, რომელსაც მოველით, რომ ევროკომისიამ შეაფასოს ჩვენი წინსვლა რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით. ჩვენ საკმაოდ მჭიდრო გრაფიკით გადავწყვიტეთ მოქმედება იმისთვის, რომ ჩვენ ჩვენი ნაწილი შევასრულოთ და შემდეგ უკვე ევროკავშირს ვთხოვოთ, რომ შეაფასოს ჩვენი საქმიანობის შედეგები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები