ვოლსკი – ომბუდსმენობის კანდიდატებზე: პირველ ეტაპზე მხარი უნდა დავუჭიროთ ყველას მათ გარდა, ვინც ამ პროცესს ბოიკოტი გამოუცხადა

პირველ ეტაპზე მხარი უნდა დავუჭიროთ ყველას მათ გარდა, ვინც ამ პროცესს ბოიკოტი გამოუცხადა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ სახალხო დამცველის შერჩევის პროცესზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ უმრავლესობის სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ პროცესიდან არავინ უნდა გამორიცხონ, ვიდრე ოპოზიციურ პარტიებს შორის პოზიციები ლოგიკურ შედეგამდე არ მივა.

„მგონი, პირველ ეტაპზე მხარი უნდა დავუჭიროთ ყველას მათ გარდა, ვინც ამ პროცესს ბოიკოტი გამოუცხადა. საბოლოოდ როგორ ჩამოვყალიბდებით, ჯერ ვერ ვიტყვი, მაგრამ უმრავლესობის სხდომაზე გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ პროცესიდან არავინ გამოვრიცხოთ, ვიდრე პარტიებს შორის პოზიციები არ მივა რაიმე ლოგიკურ შედეგამდე. ჯერ ყველა კანდიდატი უნდა შევინარჩუნოთ. 19-ს ვინ გამოაკლდება, არ ვიცი, მაგრამ შემოთავაზებული ფორმულა გათვალისწინებული იქნება“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები