ლევან ხაბეიშვილის აღიარება – „დავით კეზერაშვილი არის ჩვენი პარტნიორი“

დავით კეზერაშვილი ჩვენი პარტნიორია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა „ტვ პირველზე“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კეზერაშვილი მათ ტექნიკურ და ლოგისტიკურ საკითხებში ეხმარება.

„დავით კეზერაშვილი არის ჩვენი პარტნიორი. ის გვეხმარება, მათ შორის, ტექნიკურ და ლოგისტიკურ საკითხებში, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ხაბეიშვილის აღიარება კეზერაშვილთან პარტნიორობის შესახებ, პასუხად მოჰყვა ტელეწამყვანის კითხვას, – იყო თუ არა დავით კეზერაშვილი ხაბეიშვილის ანტიკორუფციული ბიუროს დამფინანსებელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები