ხვალ საქართველოს სამუშაო ვიზიტით ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი ეწვევა

ხვალ საქართველოს სამუშაო ვიზიტით ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი ეწვევა, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, ნინო გიორგობიანი ავრცელებს.

“ხვალ, 15 ნოემბერს საქართველოს სამუშაო ვიზიტით ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი – ოლივერ ვარჰეი ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში​, დაგეგმილია პრემიერმინისტრისა და ევროკომისრის შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში.
14:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი ღარიბაშვილისა და ოლივერ ვარჰეის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება”, – წერს გიორგობიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები