ნიკოლოზ სამხარაძე „თანამედროვე დიპლომატია და საერთაშორისო პოლიტიკა: გლობალური გამოწვევები და ქართული რეალობა” – კურსის მონაწილეებს შეხვდა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე „NX”-ის მიერ ორგანიზებულ „თანამედროვე დიპლომატია და საერთაშორისო პოლიტიკა: გლობალური გამოწვევები და ქართული რეალობა” კურსის მონაწილეებს შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელობაზე და მისი განხორციელების გზებზე ისაუბრა. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე, საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს; ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების პროცესზე.
შეხვედრაზე სამხრეთ კავკასიის რეგიონის უსაფრთხოების საკითხები, უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესია და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება განიხილეს.