მდინარაძე – ომბუდსმენის არჩევაზე: ოპოზიციამ დააფიქსიროს თავისი პოზიცია, ულტიმატუმებით ნუ დაგველაპარაკებიან და ვიმსჯელოთ ყველაფერზე

მე რომ დღეს რომელიმე კანდიდატზე პოზიცია დავაფიქსირო, მაინცდამაინც იმას არ დაუჭერენ მხარს. ამიტომ თქვან, დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია, ულტიმატუმებით ნუ დაგველაპარაკებიან და ვიმსჯელოთ ყველაფერზე, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ სახალხო დამცველის არჩევაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი წინასწარ რომელიმე კანდიდატის მიმართ სიმპათიის დაფიქსირებას არ აპირებს და ჯერ ოპოზიციას მოუსმენს.

„რადგან მათ ინიციატივა არ გამოუჩენიათ და რომელიმე კანდიდატზე კონკრეტულად არ დაუწყიათ საუბარი, ჩვენც არ დავიწყებთ ამაზე საუბარს. ჯერ მათ მოვუსმენთ, ვისზე უშვებენ შანსს, რომ მათ მხარი დაუჭირონ. ჩვენ არცერთ კანდიდატს მხარდაჭერას არ გამოვუცხადებთ, არც ამ პროცესში. საჯაროდ ვპირდები მათ, რომ არცერთ კანდიდატთან მიმართებით სიმპათიასაც კი არ გამოვხატავთ. თვითონ NGO სექტორი და ექსპერტები ამბობდნენ, რომ კვალიფიკაციის კუთხით ვიღაც სუსტი იყო, შევთანხმდეთ და გამოვრიცხოთ. თეორიული შანსიც თუკი იქნება ვინმეს მხარდაჭერის, ჩვენც დავიწყებთ ფიქრს და მსჯელობას მათთან ერთად, რომ რეკომენდაცია არ ჩავარდეს. ჩვენ მთლიანად მათ მივანდეთ ეს პროცესი და კანდიდატად არავინ დავაყენეთ. ახლაც მაქსიმალურად შევეცდებით, რომ მაქსიმალურად წამოვიდეს მათგან ინიციატივა. მე რომ დღეს რომელიმე კანდიდატზე პოზიცია დავაფიქსირო, მაინცდამაინც იმას არ დაუჭერენ მხარს. ამიტომ თქვან, დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია, ულტიმატუმებით ნუ დაგველაპარაკებიან და ვიმსჯელოთ ყველაფერზე“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები