შალვა პაპუაშვილი: მძიმე არის იმის ყურება, რომ ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი რუსული პროპაგანდის მეთოდებით ცდილობს საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გატარებას საქართველოში

„ქართულ საზოგადოებას ეუბნებიან – თეთრს დავარქვათ შავი და შავს დავარქვათ თეთრი, თითქოს ეს არის რეალობა. ჩვენ ვნახეთ, იყო შემოთავაზება, რომ მეცენატს დავარქვათ ოლიგარქი, ოლიგარქს, რომელმაც თავისი სიმდიდრე ქართული ჯარის ძარცვით შეაგროვა, დავარქვათ მედიამენეჯერი თუ მედიამფლობელი, მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც საქართველოში ავტორიტარული რეჟიმი შექმნა და რომელიც ქართველი ხალხის ჩაგვრით იყო დაკავებული, დაარქვათ დემოკრატიის შუქურა და ა.შ. საბოლოო ჯამში ამოტრიალებული რეალობაა, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს რეალობასთან”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „იმედის კვირასთან” საუბრისას განაცხადა.

“ნიშანდობლივია, რომ მეთოდი, რომლითაც ხდება ამ არასიმართლის დამკვიდრების მცდელობა, არის ტიპური ნიუსპიკი, რომელიც [ჯორჯ] ორუელისგან მომდინარეობს. ეს არის მცდელობა თეთრს დავარქვათ შავი, ნათელს სიბნელე, სიბნელეს სინათლე, ტყუილს სიმართლე, სიმართლეს ტყუილი და საბოლოო ჯამში დავაბნიოთ საზოგადოება, ტერმინოლოგიაში დავკარგოთ ისინი. ეს არის ტიპური პროპაგანდა და ერთადერთი რუსეთის სახელმწიფო ვიცი, რომელიც ასეთ პროპაგანდას ეწევა და, რა თქმა უნდა, მძიმე არის იმის ყურება, რომ ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი რუსული პროპაგანდის მეთოდებით ცდილობს საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გატარებას საქართველოში“, – აცხადებს პაპუაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები