რატი იონათამიშვილი – “ნაცმოძრაობაზე“: როგორც ჩანს, ახლა ორი დაჯგუფება იკვეთება, ერთია კეზერაშვილ-მერაბიშვილის, ხოლო მეორე ახალაიებისა და ნიკანორ მელიასი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი “ნაციონალურ მოძრაობაში” განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ როგორც ჩანს, ოპოზიციურ პარტიაში ორი დაჯგუფება იკვეთება, ერთია კეზერაშვილ-მერაბიშვილის, ხოლო მეორე ახალაიებისა და ნიკანორ მელიას დაჯგუფება.

„საზოგადოებამ კარგად იცის, რომ მათი [„ნაციონალური მოძრაობის“] ლიდერები კრიმინალური ისტორიებით გამოირჩევიან. როგორც ჩანს, ახლა შიგნით იკვეთება ორი დაჯგუფება, ერთია კეზერაშვილ-მერაბიშვილის, ხოლო მეორე ახალაიებისა და ნიკანორ მელიასი. ხაბეიშვილი, ჩალაძე, ისეთი პირები ხდებიან თავმჯდომარეობის კანდიდატები, რომ ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, სინამდვილეში როგორი უშინაარსო პარტიაა დღეს „ნაციონალური მოძრაობა“, დაცლილი ყოველგვარი რესურსისგან“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ნაწილი პარტიის თავმჯდომარის და პოლიტსაბჭოს არჩევნების ჩატარებას ითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები