რატი იონათამიშვილი: ოლიგარქია და კლანური მმართველობა ეს არის ის, რითაც გამოირჩევა რადიკალური ოპოზიცია „ნაცმოძრაობასთან“ ერთად
“დეოლიგარქიზაციის კანონზე მუშაობამ კარგად გამოააშკარავა „ნაციონალური მოძრაობისა“ და რადიკალური ოპოზიციის კრიზისი და ორმაგი სტანდარტი’, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წვერმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ოლიგარქია და კლანური მმართველობა ეს არის ის, რითაც გამოირჩევა რადიკალური ოპოზიცია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად.
„მათ ეს კანონი მოსწონდათ, როდესაც უკრაინაში ხდებოდა მისი დამტკიცება და ძალიან ეშინიათ, როდესაც ამ კანონის ანალოგის დამტკიცება ხდება საქართველოს პარლამენტში, რადგან ოლიგარქია და კლანური მმართველობა ეს არის ის, რითაც გამოირჩევა რადიკალური ოპოზიცია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად. მათ ეშინიათ ზუსტად იმის, რომ ეს კანონი კიდევ ერთხელ საუკეთესო არგუმენტებით დაადასტურებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ოლიგარქიული, კრიმინალური წესებითა და სახსრებით ფინანსდება და მოქმედებს“, – განაცხადა იონათამიშვილმა.