ებოლას ვირუსი აფრიკის საზღვრებს გასცდა
მოხდა ის, რისიც ექსპერტებს ყველაზე უფრო ეშინოდათ, ებოლას ვირუსმა აფრიკის საზღვრებს გარეთ გააღწია და უკვე ევროპის ქვეყნებშიც დაფიქსირდა. ეს მოხდა დიდ ბრიტანეთში, ესპანეთში და ამერიკის შეერთებულ შტატებში. რაც შეეხება თვით აფრიკას ებოლას, ეპიდემიის შედეგად 1200 ადამიანი გარდაიცვალა, დაინფიცირებულია 2000-ზე მეტი ავადმყოფი. ასეთ პირობებში მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ არსებული ეპიდემია მსოფლიოს ახალ საფრთხედ მიიჩნია. მათივე განმარტებით, ებოლის ვირუსის სერტიფიცერებული ვაქცინა მხოლოდ 2015 წელს შეიქმნება.