ჯო ბაიდენი და სი ძინპინი „დიდი ოცეულის“ სამიტზე შეხვედრას გამართავენ
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და მისი ჩინელი კოლეგა სი ძინპინი 14 ნოემბერს ინდონეზიაში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ სამიტზე შეხვედრას გამართავენ.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
„ლიდერები განიხილავენ ძალისხმევას, პასუხისმგებლობით მართონ ერთმანეთთან კონკურენცია და ერთად იმუშაონ იქ, სადაც ჩვენი ინტერესები ერთია, განსაკუთრებით ეს ეხება ტრანსნაციონალურ გამოწვევებს, რომლებიც გავლენას ახდენს საერთაშორისო საზოგადოებაზე“, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.