ლევან ხაბეიშვილი: ცვლილებების მომხრე ვარ, მაგრამ პარტიის თავმჯდომარის პოსტი არ მაინტერესებს

“ნაციონალური მოძრაობის”ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, პარტიას გადახალისება სჭირდება.

მისივე თქმით, ცვლილებების მომხრეა, მაგრამ პარტიის თავმჯდომარის პოსტი არ აინტერესებს.

“პარტიას გადახალისება, თავმჯდომარეს კი ლეგიტიმაცია სჭირდება. პარტია უნდა დაუბრუნდეს ხალხს.

ენმ-ის რეგიონული ლიდერების 80% პარტიაში ხელახალ არჩევნებს ემხრობა. ამაში ტრაგიკული არაფერია.

ლევან ხაბეიშვილი პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს. მომხრე ვარ განახლების და ცვლილებების. პარტიის თავმჯდომარეები მიდიან და მოდიან. არანაირი პარტიის თავმჯდომარის პოსტი ხაბეიშვილს არ აინტერესებს”, – აღნიშნა ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ნაწილი პარტიის თავმჯდომარის და პოლიტსაბჭოს არჩევნების ჩატარებას ითხოვს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები