დავით მათიკაშვილი: ჯერ ომი არ იყო დაწყებული, როდესაც საქართველოს ჰქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა
მტკნარი სიცრუეებით ხასიათდებიან „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან აფილირებული პოლიტიკური ჯგუფები. როდესაც ასეთ სიცრუეს ამბობ, გქონდეს, რესურსი ხომ უნდა გქონდეს. ტყუილის თქმასაც სჭირდება გარკვეული შემოქმედებითობა”, – ასე გამოეხმაურა უმრავლესობის დეპუტატი, დავით მათიკაშვილი ოპოზიციის ბრალდებას, რომ საქართველოს ეკონომიკის ორნიშნა ზრდა რუსეთის მიერ წამოწყებული ომის შედეგია.
მისივე თქმით, საქართველოში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე გაჩნდა.
„საზოგადოებამ თვითონ გასცეს პასუხი. ჯერ ომი არ იყო დაწყებული, როდესაც საქართველოს ჰქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. მსოფლიო სავალუტო ფონდის მიერ ეს ყველაფერი არის დადასტურებული და ომის მძიმე ვითარება არის ხელის შემშლელი ეკონომიკური ზრდისთვის. საქართველოს რომ კიდევ უფრო დიდი ეკონომიკური ზრდა არ აქვს, ეს სწორედ ომის დამსახურებაა. ორნიშნა ზრდა ქართული ეკონომიკა გავიდა და ეს პროგნოზირება ომის დაწყებამდე მოხდა. ლოგიკა ხომ მარტივია“, – განაცხადა მათიკაშვილმა “იმედის” ეთერში.