რატი იონათამიშვილი: ბუმერანგივით უკან უბრუნდებათ ის მავნებლური კამპანია, რაც ქვეყნის საზიანოდ ჰქონდათ გაჩაღებული

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ნაწილის მოთხოვნას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც პარტიაში თავმჯდომარის და პოლიტსაბჭოს არჩევნები უნდა ჩატარდეს.

იონათამიშვილის შეფასებით, ქვეყნის საზიანოდ გაჩაღებული მავნებლური კამპანია უკან უბრუნდებათ.

“ნებისმიერი კონფლიქტი და უთანხმოება, რაც არის რადიკალურ ოპოზიციაში, განსაკუთრებით – “ნაცმოძრაობაში”, განპირობებულია 2 მიზეზით: ერთი – ეს არის ნადირობა ოლიგარქების, ამ შემთხვევაში, კეზერაშვილის კრიმინალურ ფულზე და მეორე – ბუმერანგივით უკან უბრუნდებათ ის მავნებლური კამპანია, რაც ქვეყნის საზიანოდ ჰქონდათ გაჩაღებული. საბოლოოდ, მხოლოდ საკუთარი თავის დაზიანება გამოუვიდათ“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები