კირიენკოს ინფორმაციით, პესკოვი უკრაინაში ჩავიდა და ჟურნალისტებს ლექციები წაუკითხა

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი ლუგანსკში იმყოფებოდა, სადაც დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. მთავრობების პრესსამსახურებს და ჟურნალისტებს ლექციები წაუკითხა.

ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველმა მოადგილემ, სერგეი კირიენკომ განაცხადა.

„მადლობა დიმიტრი სერგეევიჩს [პესკოვს]. ის ღამით დაბრუნდა ლუგანსკიდან, სადაც ლუგანსკის და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების მედიისა და პრესსამსახურების წარმომადგენლებისთვის სასწავლო პროგრამა ჩაატარა“, – განაცხადა კირიენკომ.

თავად პესკოვმა განაცხადა, რომ დონბასს, თავის დროზე, ვლადიმერ პუტინიც ეწვევა. მისი თქმით, ამ დროისთვის მსგავსი მოგზაურობის კონკრეტული გეგმები არ არსებობს.

„ეჭვი არ მეპარება, რომ დადგება დრო, როდესაც პუტინი დონბასში ჩავა. ეს არის რუსეთის რეგიონები და ის იქ ჩავა“, – ხაზგასმით აღნიშნა კრემლის წარმომადგენელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები