იტალიაში 5,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრის ცნობით, მიწისძვრა ზღვაში დაახლოებით 10 კილომეტრის სიღრმეში, საკურორტო ქალაქ რიმინიდან აღმოსავლეთით დაახლოებით 64 კილომეტრში მოხდა.
მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა ხორვატიაში, სლოვენიაში, ბოსნია და ჰერცეგოვინასა და ვატიკანში.
ნგრევის ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. სამოქალაქო თავდაცვის სამსახურში რამდენიმე სატელეფონო ზარი შევიდა, თუმცა, დახმარების თხოვნა არ ყოფილა, წერს – Ansa.