„თუ კონგრესზე კონტროლს „რესპუბლიკელები“ მოიპოვებენ, წინ ორი საშინელი წელი გველოდება“ – ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ თუ შუალედურ არჩევნებში კონგრესზე კონტროლს „რესპუბლიკელები“ მოიპოვებენ, ქვეყანას წინ ორი საშინელი წელი ელოდება.

„თუ ჩვენ წარმომადგენელთა პალატასა და სენატს დავკარგავთ, წინ ორი საშინელი წელი გველოდება. კარგი ამბავი ისაა, რომ ვეტოს გამოყენების შესაძლებლობა მექნება“, – განაცხადა ბაიდენმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ში შუალედური არჩევნები მიმდინარეობს, რომლის შედეგმა აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაში ძალთა ბალანსზე შესაძლოა, მნიშვნელოვნად იმოქმედოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები