ნინო ნადირაძე – სააკაშვილზე: გაოგნებული ვარ – იურისტები ისე აფრიალებენ ამ დემენციას და, ფაქტობრივად, უუნაროდ აცხადებენ მისი ნებართვის გარეშე
კლინიკა „ვივამედის“ დირექტორი, ნინო ნადირაძე მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ადვოკატების მიერ გაკეთებულ განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“გაოგნებული ვარ, პაციენტის პირად ინფორმაციას (ბანალური კარიესიც რომ იყოს), თუ ამაზე წერილობითი თანხმობა არ გვაქვს, ხმას არ ვიღებთ და იურისტები ისე აფრიალებენ ამ დემენციას, რომელიც “აწი” უნდა შეატყობინონ პაციენტს, მათივე სიტყვებით და, ფაქტობრივად, უუნაროდ აცხადებენ მისი ნებართვის გარეშე, აი, რა იურისპრუდენციულ სახელმძღვანელოში წერია, გვითხრან”, – წერს ნინო ნადირაძე.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, მესამე პრეზიდენტს, სხვა 34 დაავადებასთან ერთად, სავარაუდოდ, ტუბერკულოზი და დემენცია აქვს.