“ირანული დრონების დეტალები უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ არის დამზადებული” – უკრაინის დაზვერვა

ირანული დრონების დეტალები უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ არის დამზადებული, – განაცხადეს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო მთავარ სამმართველოში.

“Mohajer-6“-ის ერთ-ერთი დეტალი მხოლოდ თებერვალში დამზადდა. ამას კიდევ დრო დასჭირდა რუსეთის ფედერაციაში ტრანსპორტირებისთვის. ანუ წელს იყო მიწოდებული“, – განაცხადა უწყების წარმომადგენელმა.

მისივე თქმით, ირანული “მოჰაჯერი” აწყობილია სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებული ნაწილებისგან: ნაწილების უმეტესობა აშშ-დანაა, ასევე, დრონს გააჩნია ავსტრიული ძრავა და იაპონური კამერა.

„რუსული ელემენტები ვერ ვიპოვეთ“, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები