“მედიის თავისუფლება არის ის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციით, ისევე – როგორც აშშ-ის კონსტიტუციით. ყველაფერი, რაც მას ასუსტებს ან ძირს უთხრის, ცხადია, ასუსტებს დემოკრატიის საძირკველს”, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.
მისივე თქმით, მედიის თავისუფლება დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანია.
“მედიის თავისუფლება არის სფერო, რომელსაც აშშ-ის საელჩო მხარს უჭერს 30 წლის განმავლობაში, ვინაიდან ის არის ჯანსაღი დემოკრატიის მთავარი საკითხი. მედიის თავისუფლება არის ის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციით, ისევე – როგორც აშშ-ის კონსტიტუციით. ყველაფერი, რაც მას ასუსტებს ან ძირს უთხრის, ცხადია, ასუსტებს დემოკრატიის საძირკველს. ამიტომ მიგვაჩნია მედიის თავისუფლება დემოკრატიისთვის ასეთ მნიშვნელოვან და მთავარ საკითხად“, – განაცხადა დეგნანმა.