“15 ნოემბერს ძალიან მნიშვნელოვან განცხადებას გავაკეთებ” – ტრამპი
აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ ფლორიდაში “ძალიან მნიშვნელოვან” განცხადებას გააკეთებს.
ამის შესახებ მან ოჰაიოში რესპუბლიკური პარტიის მომხრეებთან შეხვედრაზე თქვა.
”მე ვაპირებ ძალიან მნიშვნელოვანი განცხადების გაკეთებას სამშაბათს, 15 ნოემბერს, პალმ ბიჩზე, ფლორიდაში,” – თქვა მან.
CNN-ი სამ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ტრამპი „აქტიურად განიხილავს“ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის გამოცხადებას, რაც 7 ნოემბრის შეხვედრაზე იყო მოსალოდნელი.