21 წლის გმირის გარდაცვალების დეტალებს დედა იხსენებს – ის ცაში გაფრინდა, მე კი დამტოვა

   უბედური შემთხვევაზე, რომელიც 21 წლის რუსთაველი ბიჭის ოთო გურგენაშვილის გარდაცვალებით დასრულდა, ოთოს დედამ ნანა მათუზაშვილმა ჟურნალ “სარკესთან“ ისაუბრა. ოთოს დედა შვილის გარდაცვალების დეტალებზეც საუბრობს.
„ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე ჩემთან იყო აფთიაქში, ღამის მორიგე ვიყავი და ლობიანები მომიტანა, წასვლისას მითხრა, ერთი გოგო შეხვედრას მთხოვს და არ ვიცი, შევხვდები თუ არაო. ეს გოგო მისი თაყვანისმცემელი იყო, მაგრამ ხშირი ურთიერთობა არ ჰქონდათ. რომ დავრეკე, სახლში იყო, გამაფრთხილა დილას ჩემი გაღვიძება არ დაგავიწყდესო. 6 საათზე დგებოდა და საცურაოდ მიდიოდა. შემდეგ ისევ დავურეკე, ტელეფონი გამორთული ჰქონდა, ცუდი არაფერი მიფიქრია. მერე ჩემი ახლობელი მოვიდა და პირდაპირ მითხრა, ოთო ავარიაში დაიღუპაო. გაგიმხელთ, რომ ცუდი რაღაც განვიზრახე, აფთიაქში შევედი, ორი კოლოფი წამალი უნდა მომეძებნა, რომ… წინ თითქოს ოთოს სახე გადამეფარა, წარმოიდგინეთ, გამოცდილმა ფარმაცევტმა წამალი ვერ ვიპოვე“, – ამბობს გარდაცვლილის დედა.
მისივე თქმით, სამართალდამცავებმა ყველაფერი უკვე დაადგინეს და მძღოლის ბრალეულობაც დამტკიცებულია. „მოგიყვებით, იმ დღეს რა მოხდა. ჩემი შვილი გოგოსთან ერთად იდგა, გზაზე უნდა გადასულიყვნენ, ამ დროს სამარშრუტო ტაქსი გაჩერდა, საიდანაც დედა – შვილი ჩამოვიდა, ისინი გზის გადაკვეთას ცდილობდნენ, ოთომ დაინახა, რომ მათკენ მანქანა მიდიოდა დიდი სისწრაფით, ოთომ ჯერ გოგონას ჰკრა ხელი, შემდეგ ბავშვს, თვითონ კი გადასვლა ვერ მოასწრო… მან უმძიმესი ტრამვები მიიღო თავის არეში, როგორც მედიცინის მუშაკმა, ვიცი, რომ გადარჩენილი ის ოთო აღარ იქნებოდა, როგორიც იყო. ჩემი შვილი კი იმდენად კარგი კაცი იყო, ნამდვილად არ იმსახურებდა იმას, რომ გონებაშეზღუდული დარჩენილიყო. ის ცაში გაფრინდა, მე კი დამტოვა“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები